ფარული ჩანაწერები

ნანუაშვილი ჩანაწერებზე: გარკვეული საიტების ბლოკირება უნდა მოხდეს

გარკვეული კადრების შეზღუდვა უნდა მოხდეს, რომ არ გავრცელდეს, წამების კადრებს ვგულისხმობ. თუნდაც ბლოკირება გარკვეული საიტების. ეს იმისთვის, რომ ავიცილოთ გარკვეული სახის მასალების არამართლზომიერად გამოყენება და ტირაჟირება. აუცილებელი არის ეფექტური გამოძიების ჩატარება. სამწუხაროდ, დღემდე პირველ კადრებთან დაკავშირებით გამოძიების რაიმე კონკრეტული შედეგი არ არსებობს და ეს, სამწუხაროდ, ხელს უწყობს იმას, რომ რეალურად გრძელდება პროცესი. უნდა მოხდეს შემოწმება, არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერები. ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია შემოწმდეს, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გავრცელება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებზე.

კომენტარები