რუსთავი 2-ის საქმე

მაჭავარიანი: ქიბარ ხალვაში მოწვეული იყო რუსთავი 2-ის ქილერად

როგორც ყველას მოგეხსენებათ, ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელი შეუშალა ბიძინა ივანიშვილს ზრახვებს, ბლიცკრიგით ჩაეგდო ხელში რუსთავი 2. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ქიბარ ხალვაში იყო გამოყენებული ბრმა იარაღად. ის მოწვეული იყო რუსთავი 2-ის ქილერად იმიტომ, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი, რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ მთავრობს წევრებმა და წარმომადგენლებმა, მათ ეს ძალიან კარგად იციან, არ არსებობდა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მედიასთან არანაირი შეხება ქიბარ ხალვაშს თავის ცხოვრებაში არ ჰქონია. მას შეიძლება ჰქონდა შეხება პროქტერ ანდ გემბელთან, ჰქონდა შეხება პამპერსებთან, ტუალეტის ქაღალდებთან, სამშენებლო ბიზნესთან, მაგრამ მედიაში მისი მოვლინება აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა და ასევე შემთხვევით დამთავრდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელს შეუშლიდა ივანიშვილს და ხალვაშს ამ ზრახვებში, იყო ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იმეორებდა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სადავო რუსთავი 2-თან, მისთვის უნდა ეკითხათ, მისთვის ჩაეხედათ თვალებში, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილის საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო და იმის გამო, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია, მე, მაგალითად, მრჩება დღეს კითხვის ნიშანი - ვის აწყობდა დღეს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, რატომ არ არის ეროსი ცოცხალი. მე ეროსის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე შევხვდი რუსთავის არჩევნებთან დაკავშირებით, საერთოდ არ იყო მის გეგმებში გარდაცვალება და თვითმკვლელობის ვერსია, პირიქით, ის საუბრობდა მომავალზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები