რუსეთ-საქართველო

გოცირიძე: მთავრობამ გადაყლაპა როსნეფტის შეურაცხყოფა და ახლა გაზპრომი დაგვცინის

მთავრობამ მოატყუა ხალხი, თითქოს როსნეფტის მიერ ფოთის ტერმინალის შესყიდვის კანონიერებას სწავლობს სამი სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია. არ გაკეთებულა არავითარი დასკვნა და ხელისუფლება შეეგუა ამ ფაქტს. როსნეფტმა, როგორც ვიცით, დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. იმის გამო, რომ მთავრობამ გადაყლაპა ის შეურაცხყოფა, რაც უნებართვო საქმიანობის სახით როსნეფტმა მიაყენა, აგერ უკვე გაზპრომი დაგვცინის. საქართველოსთან მოლაპარაკებების პარალელურად დაიწყო ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობა სულ უფრო და უფრო ებმება რუსეთის მიერ დაგებულ მახეში. უკვე რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ დაიწყეს საუბარი, რაც ჩვენი მიბმის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი გახდება.

წერს ეკონომისტი რომან გორიციძე Facebook-ში.

კომენტარები