რუსთავი 2-ის საქმე

ბერძენიშვილი: რაც არ უნდა ეწეროს განჩინებაში, ეს არ არის ჩემი გასარჩევი

მოსამართლის გადაწყვეტილების განხილვა უბრალოდ აკრძალული აქვს პარლამენტის წევრს, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, თქვენ მიბიძგებთ კანონის დარღვევისკენ, მე ვერ დავარღვევ კანონს. სასამართლო არის დამოუკიდებელი, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს იქ - კარგი, ცუდი, მოსაწონი, არამოსაწონი, ეს არ არის ჩემი გასარჩევი... მე თვითონ ღამე ვარ დაპატიმრებული. კანონი დაირღვა? არ შეიძლება 18:00-ზე კანონის მიღება? შეიძლება სამწუხაროდ. ცუდად მიმდინარეობს პროცესი, არ მიმდინარეობს კარგად, ეს მართალია. ცუდია, რომ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ კანონიერების სფეროში თუ არის, უნდა ვაღიაროთ რომ კანონიერია, თუ არ არის კანონიერი, უნდა გავაპროტესტოთ, ოღონდ არ ვაპროტესტოთ ისე, რომ ახლა მე გითხრათ რომ - ურთმელიძის ცხვირი არ მომწონს ან გვარი არ მომწონს. ის, რაც განაცხადა ბატონმა ყოფილმა უკვე, სამწუხაროდ კანონის მიხედვით, ყოფილმა ხელმძღვანელმა არ არის სწორი, მან პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეც რომ მიაყოლა, ამის მერე რა დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს? პერსონალურად, პიროვნულად ეს სწორია? ასე ხდება ხოლმე საერთოდ საქართველოში? მე გაგლანძღავთ თქვენ და ელით ჩემგან, რომ ძალიან დიდი გულით და სულით დავარღვევ კანონს თქვენი ხათრით? რა თქმა უნდა, არა. უნდა გითხრათ, პირდაპირ ვამბობ, რომ რთული პროცესია, ძალიან რთული პროცესია. გაცილებით ბედნიერი ვიყავით გუშინ ამ გადაწყვეტილებამდე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები