რუსთავი 2-ის საქმე

ჰერმანი R2-ის საქმეზე: ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას

რაც შეეხება რუსთავი ორის კონკრეტულ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული საქმის კონტექსტზე, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია. კი, ჩვენ სრულად პატივს ვცემთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მეორე მხრივ, გვესმის, რომ რუსთავი ორის საქმე როგორც ვითარდება, მას აქვს სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური ზეგავლენა... ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. გუშინ საღამოს, როცა ვიძინებდი, მე ჩავთვალე, რომ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, [რუსთავი 2-ის საკუთრების საკითხზე] სასამართლოს განჩინება არ უნდა აღსრულებულიყო დაუყოვნებლივ და იყო დრო დარჩენილი შემდგომი აპელაციისთვის. დღეს გავიღვიძე და წავიკითხე სხვადასხვა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სიტუაცია მთლად ისე არ არის, როგორც ჩვენ გვეგონა. რა თქმა უნდა, მე მომიწევს ვესაუბრო ყველა მნიშვნელოვან მოქმედ პირს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხებს, ჩვენ დავუკავშირდებით ყველა ძირითად მოთამაშეს, რომ, უკეთ გავერკვეთ - რა ხდება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, გუშინ მკაფიოდ ჩანდა, რომ ეს პროცესი მიდიოდა ისეთი გაგებით, რომ იქნებოდა დრო აპელაციისთვის და აღსრულება არ მოხდებოდა დაუყოვნებლივ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეგავლენას.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ტელეკომპანია რუსთავი ორის შესახებ მაესტროს გადაცემა ბიზნესკონტაქტში. (გამოყენებულია TV მაესტროს თარგმანი).

კომენტარები