რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ჩემი უფლებამოსილების შეჩერება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

მე არ გავდივარ კომპანიიდან მას შემდეგ, რაც ეს განჩინება იქნა გამოტანილი და არც გავალ, ვიდრე გარდამტეხი ცვლილებები არ იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით... როგორც არ უნდა შემიჩერონ უფლებამოსილება, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას და ასეთი ტიპის მოთხოვნები აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ. დღეს სასწორის ერთ პინაზე ქვეყნის მომავალი, სიტყვის თავისუფლება დევს, მეორეზე კი მოსყიდული მოსამართლე, მანქურთი - გახვეული მოსამართლის მანტიაში, რაზეც არა მხოლოდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსიც საუბრობს. ამ ვითარებაში სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

აღნიშნა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები