რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე რუსთავი 2-ში არავის შევუშვებთ

ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე არ შევუშვებთ აქ არავის. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გამოიყენოს სპეცრაზმი ან რაც უნდა, მაგრამ არაფერი არ გააჩერებს იმ პროტესტს, რომელიც არის სახელმწიფოს ფუნდამენტის დაცვის აუცილებლობა და მოვალეობა რომელიც გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ ხომ არ გვაქვს საქმე ნორმალურ სამართლებრივ სიტუაციასთან, ნებისმიერ წამს შეიძლება აქ გამოცხადდეს უკანონო მმართველი და მას გაუმაგროს ზურგი რაღაცა ტიპის სპეცრაზმმა ან პოლიციამ. ჩვენ აქ სწორედ იმიტომ ვდგევართ, პირველ რიგში ჟურნალისტების გვერდზე, მათ მოუწევთ ჩვენზე გადავლა, მათ მოუწევთ მოქალაქეებზე ძალადობის გზით ამის მიღწევა. ეს არის მხდალი, მშიშარა შანტაჟის გზა, რომელიც მათ არ გაუვათ.

კომენტარები