რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: ფასი იმისა, რაც ხდება დღეს რუსთავი 2-ში, იქნება უკიდურესად მაღალი

ფასი იმისა რაც ხდება დღეს რუსთავი 2-ში იქნება უკიდურესად მაღალი, საქართველო მოექცევა სრულ იზოლაციაში. ჩვენ დღეს უკვე ძალიან მკაცრი შეფასებები მოვისმინეთ, ლიტვაში ვიზიტი იყო ძალიან სამარცხვინო, კარგად ჩანდა როგორ დაიტუქსა პრემიერი. ესეთი მოქმედებების შედეგი იქნება საქართველოს სრული იზოლაცია, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოდ დარჩება აბსოლუტურად მარტო და ამის გამოსწორებას დასჭირდება წლები. დღეს ის ადამიანები, ვინც ეხლა კონსტიტუცია გათელა კარგად დაფიქრდნენ რამხელა ფასს ახდევინებენ ქვეყანას ამ უგუნური მოქმედებების გამო. ქვეყანა შეყავთ ჩიხში

კომენტარები