რუსთავი 2-ის საქმე

ქუცნაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს

აზრის გამოთქმის და მოწოდების უფლება ყველას აქვს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც თავისუფალია აზრის გამოთქმის ნაწილში, უბრალოდ, ერთი რამე მინდა გავიხსენო, რომ ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება. ამიტომაც, აზრის გამოთქმა და პოზიციის ფიქსაცია არ უნდა გადაიზარდოს საშინაო პოლიტიკის ან საგარეო პოლიტიკის წარმართვის მცდელობაში.

ზაქარია ქუცნაშვილი ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან.

კომენტარები