რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია: პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო შეუსაბამო

პრეზიდენტი, რომელმაც, ბუნებრივია, კონსტიტუციური პრინციპი იცის, უწყის ის, რომ არც ერთ პოლიტიკოსს და ჩვენი კოალიციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება კონკრეტულ მოსამართლეს მოთხოვოს პასუხი. თუ პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ურთმელიძეს იმავე ხმაში უნდა მოვთხოვოთ პასუხი, როგორ ხმაშიც ამას აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ეს არის პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციის. ამიტომ გუშინდელი განცხადება და მოწოდება, მე ვფიქრობ, იყო ისეთივე შეუსაბამო, როგორც ის განცხადება, რომელმაც ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია გაადწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან.

კომენტარები