რუსთავი 2-ის საქმე

ალასანია: პრეზიდენტის სულისკვეთება ემთხვევა ჩვენი საზოგადოების ინტერესებს

პრეზიდენტის სულისკვეთება, ისევე როგორც ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების, პოლიტიკური ძალების სულისკვეთება ემთხვევა ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და საზოგადოებრივი განვითარების იმ გზას, რომელიც ერთად ავირჩიეთ. ამის საწინააღმდეგო დინებით მიდის ხელისუფლება და მთავრობა დღეს. რა თქმა უნდა საზოგადოება და ხალხი გაიმარჯვებს და არა ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ მიდის.

პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან

კომენტარები