რუსთავი 2-ის საქმე

მენაბდე: პარლამენტის შუამდგომლობაში არგუმენტები საკმარისი არ არის

პარლამენტის შუამდგომლობაში დაყენებული გარემოებები ავტომატურად არ შეიძლება გახდეს და ვერ გახდება მოსამართლეთა აცილების საფუძველი. ეს არ არის ობიექტური ინტერესთა კონფლიქტი. ეს არის სუბიექტური ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც მოსამართლეებმა საკუთარი შინაგანი რწმენით უნდა დააკმაყოფილონ. თუ ისინი ჩათვლიან, რომ მითითებული, აღწერილი ვითარება არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ კონკრეტულ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება ვერ გამოიტანონ, მაშინ შესაძლებელია, დააკმაყოფილონ მოთხოვნა და აღნიშნული ორი მოსამართლე ააცილონ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ავტომატურად ეს არგუმენტები საკმარისი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების საკითხს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აფასებს.

კომენტარები