რუსთავი 2-ის საქმე

ჯაფარიძე: ტელევიზია არ უნდა გადაიქცეს საპროპაგანდო მანქანად

გაირკვა, რომ მოსამართლემ ყველაფერი გამოიტანა, სანამ სამუშაო დღე მიმდინარეობდა. შემდეგ გასაჯაროვდა ღამით, ისევ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრ მათგანთან ვმუშაობ, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტებზე და იმაზე მსჯელობა, არსებობს თუ არა მედიაპლურალიზმი და არის თუ არა პრესა საქართველოში, ჩემთვის პირადად, მიუღებელია. რა თქმა უნდა, აქ ტელევიზიის არსებობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი არც უნდა იყოს. მთავარია, რომ ტელევიზია იყოს თავისუფალი და არ უნდა გადაიქცეს საპროპაგანდო მანქანად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე IPRESS-თან საუბარში.

კომენტარები