ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ქართველები მეოცნებე, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ვართ

ქართულ ხასიათს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ყველაფერი ერთბაშად გვინდა. როგორც წესი, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ხალხი ნებისმიერი პარტიისგან სწრაფ შედეგებს ითხოვს და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, თუმცა უკმაყოფილოებიც გვყავს. ცხრა წლის განმავლობაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ფაქტობრივად, ტაბუირებული იყო. წინა ხელისუფლების დროს ინვალიდების მცირერიცხოვანი აქციაც კი დაშალეს. ახლა კი ხალხმა თავისუფლება იგრძნო. სწორედ ამიტომ მოუნდათ ქუჩაში გამოსვლა და ხშირი აქციების გამართვა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი იმედგაცრუებულია, რადგან ფიქრობს – აი, თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, მე კი ისევ ჯიბეგაფხეკილი ვარო. თუმცა, საერთო ფონი დადებითია და რეიტინგებიც კარგი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ხედავს ქვეყანაში პროგრესს

აქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Deutsche Welle-სთან საუბრისას.

კომენტარები