რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი ურთმელიძის განჩინებაზე: კითხვები არსებობს ჩემი მხრიდანაც

მე არ ვარ შემფასებელი და არც კი შევეცდები, შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილება. კითხვები? კითხვები არსებობს. კითხვები არსებობს ჩემი მხრიდანაც და ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ არა ჩვენ და პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან ტელევიზიების წინ, არამედ ისევ სასამართლომ. აი, ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე არსებობს კითხვები, რომ ეს მმართველი უნდა შეეყვანა თუ არ უნდა შეეყვანა? და შეიძლებოდა თუ არა. პირველი, რაც შეიძლება, ვთქვათ - ვერც ნაციონალური მოძრაობის წევრები და ვერც თქვენ შემახსენებთ პიროვნებას, ვინც ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და კანონის ჩარჩოებიდან გავიდა. ურთმელიძის გადაწყვეტილება მაქვს მხედველობაში. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორის საქმის შესახებ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

კომენტარები