დემოკრატია საქართველოში

ივანიშვილი: შეიძლება, სადმე საკრებულოში ვიღაც იპარავდეს, ამხელა ქვეყანაა

ჩვენ რეალურ დემოკრატიას ვაშენებთ. რეალურად დავუბრუნეთ საქართველოს მოსახლეობას ის, რაც ეკუთვნოდა, ყველა უფლება. რეალურად ვერავინ ვერ იტყვის დღეს ვერცერთ დიდ ჩინოვნიკზე, მე არ ვამბობ შუალედურზე - სადღაც შეიძლება, რომელიმე საკრებულოში ან გამგეობაში ვიღაც რაღაცას იპარავდეს, რაც არ არის გამორიცხული ამხელა სახელმწიფოში - მაგრამ ვერცერთ მინისტრზე ვერ იტყვის, რომ ის კორუფციულია, ვერც ჩემზე და ვერც ჩემს შემდგომ ღარიბაშვილზე. ვერც ერთ მედიასაშუალებაზე ვერ მიანიშნებენ დღეს, რომ მთავრობას აკონტროლებს და ა.შ.

ამბობს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები