საერთაშორისო პარტნიორები

ივანიშვილი: აღარ იქნება, რომ რასაც EPP, ევროსაბჭო, ეუთო იტყვის, იმაზე ვიცეკვოთ

უამრავი უმეცარი განცხადებები გააკეთა იგივე სახალხო პარტიამ, რამდენიც გნებავთ, იგივე ევროსაბჭომ და ეუთომ, რამდენიც გნებავთ. მაგრამ ამით მოსახლეობას შევახსენებ - იმ დიდ ნაწილს, ვინც არის აღშფოთებული, არ იფიქროთ, რომ ჩვენ ხელგვეწიფება და უფლება გვაქვს, ყურად არ მივიღოთ დღევანდელი მათი განცხადებები, არა, ეს არ მაქვს მხედველობაში, რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს დიდი ყურადღებით ვღებულობთ, ვუსმენთ და ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა. მაგრამ ის, რომ სააკაშვილი თავის დროზე, მთელი ნაციონალური მოძრაობა ახერხებდა, რომ - "გარედან უნდა იმართოს საქართველო, ქართველი ხალხი არავინ არაა, არაფერს არ ნიშნავს და აი, რას იტყვიან ისინი და როგორც იტყვიან ისინი, ისე იქნება და იმაზე უნდა ვიცეკვოთ", ასე აღარ იქნება და ვერც იქნება, იმიტომ, რომ რაც ჰქონდა წართმეული საქართველოს მოსახლეობას არჩევნების უფლებები და წაართვა ენმ-მ, მათ ეს დაუბრუნდათ ჩვენი მოსვლის შემდგომ. ასევე შეუძლია, ანალიზი გაკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და შეაფასოს მოვლენები, როგორ ხდება და მარტო იქიიდან და იმათი კარნახით, რომ იმათმა თქვეს, ასე არ იქნება და ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მეგობრების შენიშვნებს მცდარსაც კი, და ბევრია მცდარი საუბედუროდ, იმიტომ, რომ ამ მცდარობაში დიდი როლი აქვს ისევ ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ მაინც მასზე პასუხი უნდა გავცეთ და ყოველთვის ყურადღება უნდა მივქციოთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები