საერთაშორისო პარტნიორები

ივანიშვილი: უფლება არ გვაქვს, უცხოელების დაუსაბუთებელი განცხადება უარვყოთ

ჩვენ ყველა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი და მათ რიცხვში იმათაც, ვინც თქვენ დაასახელეთ - ევროპა და ამერიკა, საერთაშორისო მედია და ასე შემდგომ. ამაშიც ნურავის ნუ ექნება ილუზია (იქ გადაცდომები მოდის ხშირად, იქაც ძალიან ბევრია მობილიზაცია და ძალიან დიდია ხელოვნურობა, რომელსაც კარგად ახერხებს ნაციონალური მოძრაობა ორგანიზებას ამისას), რომ ჩვენ უფლება გვაქვს დავაკნინოთ როლი ევროპელების ან ამერიკელების, დიპლომატები იქნებიან ესენი თუ ჟურნალისტები. ძალიან ხშირად მათი დაუსაბუთებელი განცხადება, რომელიც ერთი ერთზე იმეორებს ენმ-ის პოზიციას, ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ, უგულებელვყოთ ან უხეშად ვუპასუხოთ? არა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ყველა განცხადებას, აუცილებლად ყურად უნდა მივიღოთ ყველა გამოსვლა, მაგრამ მნიშვნელობაც რომ იცოდეთ, მათი, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ, რუსთავი ორი ბრძანდებით, კარგად მესმის, მათ მნიშვნელობას შევახსენებ საზოგადოებას და შეგახსენებთ თქვენც - რომ გადაჭარბებული ვერაფერი ვერ იქნება, ძირითადად, ჩვენ შიგნით საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიაზროთ, რა ხდება პროცესებიდან და სწორი რეაქციაც გავაკეთოთ, თუმცა ანგარიში უნდა გავუწიოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს, დიპლომატიური კორპუსი იქნება თუ ჟურნალისტები იქნებიან. მე შევახსენებ მათაც, ჩვენს მეგობრებს და შეგახსენებთ თქვენც, მათი განცხადებები როგორ მცდარობაზეა ხშირად დაფუძნებული.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები