ირანული გაზი

ივანიშვილი: არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკის საკითხებზე მთავრობასთან ვმუშაობ

მე [ირანული გაზის შესახებ] მქონდა ელჩთანაც შეხვედრა დაახლოებით ორი კვირის წინ. ძალიან აქტიურად ვმუშაობ თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. აი, რომ ამბობენ, რომ მართავს, არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, მე ყველაზე აქტიურად ვმუშაობ, მათ რიცხვში, მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველანაირად, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობა დავამყაროთ, ძალიან საინტერესო მიმართულებაა, მათ რიცხვში გაზი, მათ წყალი უნდათ ჩვენგან და კიდევ ბევრი თემებია, ირანი, ჩინეთი, რუსეთიც სხვათაშორის, რომ იცოდეთ, რუსეთიც აუცილებლად საჭიროა ჩვენთვის.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირანულ გაზზე დასმულ კითხვაზე.

კომენტარები