რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: კერძო დავა გვარამიას ისტერიკაში აგდებს, ის კანონსაც აღარ იცნობს

დავა, რაც მიმდინარეობს სასამართლოში, კერძო კომპანიის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის, ბატონ გვარამიას უკვე იმგვარ ისტერიკაში აგდებს, რომ ის უკვე ქართულ კანონსაც აღარ იცნობს. ამიტომ მე თავს უფლებას მივცემ განვუმარტო მას ქართული კანონი - საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსთან მინდობილობის გაფორმება არის ცალმხრივი ნების გამოხატულება, რაც ნოტარიუსმა გააკეთა. ნოტარიუსს არ ევალება და არც აქვს უფლება ეძიოს მინდობილი პირის, ამ შემთხვევაში ბატონი ზაალ უდუმაშვილის თანხმობა. ეს ასეა კანონით და ვერ შეიცვლება, ამიტომ ნოტარიუსს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, გაგიკვირდებათ, მაგრამ არაფერი დღემდე საჯარო რეესტრში ამ საკითხზე არ შემოსულა, ამ წუთამდე საჯარო რეესტრისთვის ამ მინდობილობის თემაზე არავის არ მოუმართავს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები