რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლემ გამოსავალი მოძებნა სიტუაციიდან

მე მგონია, რომ სასამართლოს უნდა დაველოდოთ. ეს იყო პირველი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, კასაცია წავა. ასევე უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას რაც შეეხება, უნდა გავიაროთ იურისტებთან კონსულტაცია, ღირს თუ არა, რამე სუსტი წერტილი აქვს თუ არა და იმის მიხედვით მოვიქცევით. ჩემი განცხადების შემდეგ რამდენიმე მცდელობა და შეთავაზება მქონდა მეორე მხარისთვის, რომ გამოსავალი გვეპოვა. ყველანაირი ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ პრობლემა არ შექმნილიყო. ამ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლემ ეს გაითვალისწინა და გამოსავალი მოძებნა ამ სიტუაციიდან.

დავით დვალი სასამართლო კოლეგიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები