ტერაქტები პარიზში

ზედანია: ტერორისტები უნდა შევისწავლოთ და არა - მსხვერპლი

როცა ათი თვის წინ "შარლი ებდოს" თანამშრომლები მოკლეს, გამოჩნდნენ ისინი, ვინც მოინდომა, "შავ-თეთრი სურათის" მაგივრად უფრო რთული ახსნა მოეძებნა: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, მკრეხელობა, კოლონიალიზმის კულტურული მემკვიდრეობა და სხვა ასეთი მიზეზები იქნა მოყვანილი ტერორისტების ქცევის ასახსნელად. მთავარი ის იყო, რომ, მათი აზრით, ამ მიზეზების დადგენა მხოლოდ თავად ჟურნალის შინაარსის ანალიზით იქნებოდა შესაძლებელი - იმის გასაგებად, თუ რატომ მოკლეს ტერორისტებმა ადამიანები, საჭირო ხდებოდა იმის გაგება, თუ რას აკეთებდნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც მოკლეს. დღევანდელი დღე, ჩემი აზრით, ნათლად აჩვენებს, რომ ფუნდამენტალიზმს, ექსტრემიზმსა და ტერორიზმს - რომელთაც, ცხადია, აქვთ პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური მიზეზები - საერთოდ არ სჭირდებათ საბაბი. თუ ეს საბაბი არსებობს (მაგ., სატირული ჟურნალი), მას იყენებენ; მაგრამ თუ არ არსებობს, აფეთქებენ სტადიონს, ღამის კლუბს ან უბრალოდ ქუჩაში კლავენ შემთხვევით ადამიანებს. ყველაზე საზარელი ისაა, რომ მოკლულები ყოველთვის შემთხვევით კავშირშია მკვლელობასთან. თუ გვინდა დღევანდელი ტერორისტული აქტების გაგება, ტერორისტები უნდა შევისწავლოთ და არა - მსხვერპლი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, პარიზში მომხდარი ტერაქტების შესახებ.

კომენტარები