თავდასხმა პარიზში

ნოდია: დასავლეთში ტერორის შეტანით, მსოფლიო ცივილიზაციას უსპობენ იმედს

 რატომ იქცევს პარიზში, ნიუ-იორკში, მადრიდში თუ ლონდონში დაღუპული ადამიანების ტრაგედია მეტ ყურადღებას, ვიდრე იმდენივე ან მეტი ადამიანების დაღუპვა ერაყში, სირიაში, რუანდაში და ა. შ.? ცხადია, ყოველი ადამიანის სიცოცხლე თანაბრად ძვირფასია, მაგრამ ჩვენ ხომ კონკრეტულ ინდივიდებს არ ვგლოვობთ? არც იმაშია საქმე, რომ, ზოგიერთებს, ნიუ-იორკში ან პარიზში ლატე დაგვილევია, ბეირუთში და ბაღდადში კი - არა. ევროპა, დასავლეთი არის ისტორიულად პირველი რეგიონი, რომელმაც, ასე თუ ისე, მიაგნო სხვადასხვა კულტურის და მრწამსის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების რეცეფტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის და აფრიკისთვისაც ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, უცხოა. ამიტომ ის არის იმედი და მოდელი მთელი მსოფლიოსთვის (სწორედ ამაშია „სეგრეგაცია“). როდესაც აქ უნდათ, გარედან, ტერორის და სიძულვილის პარადიგმის შეტანა, ამით არა მხოლოდ ამ ქვეყნებს და ქალაქებს ერჩიან, არამედ მსოფლიო ცივილიზაციას უსპობენ იმედს. ამიტომაა ბუნებრივი, რომ პარიზში და ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტი მეტ ყურადღებას და მეტ სოლიდარობას იწვევს, და არა იმიტომ, რომ ფრანგის და ამერიკელის სიცოცხლე უფრო ფასეულია, ვიდრე არაბის ან აფრიკელის. აბსტრაქტული მორალიზება, კონტექსტის გარეშე, უაზროა.

კომენტარები