საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

მეჭიაური: იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც პატრიოტთა ალიანსს მიუღებელ ძალად მიიჩნევს

იქ ღირსეული პიროვნებები არიან და მისაღები რატომ არ არის? შეიძლება, მათ პოლიტიკურად რაღაცეები სხვანაირად ესმოდეთ, მაგრამ იქ ღირსეული ხალხია. ინფორმაცია არ მაქვს, რომ ის [პატრიოტთა ალიანსი] რომელიმე ქვეყნის ინტერესების გამტარებელია. ხეობას კვიციანი არ იცავდა? მიშამ კოდორი რომ ჩააბარა, ეს უფრო პატრიოტული და პროქართული საქციელი იყო? - ვინმეს მიმართ კლიშეების მიწეპების მომხრე არ ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ ადა მარშანიამ, ლევან თედიაშვილმა ან კვიციანმა ანტიქართული ქმედება როდესმე განახორციელონ. ირმას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი აზრით, ის პატრიოტია. ჩემი დამოკიდებულება იმას არ ნიშნავს, რომ მხარს ვინმეს ვუჭერ. ჩვენს კანდიდატს მხარი რაღაც დოზით, კანონისა და ზნეობის ჩარჩოებში დავუჭირე. იმ ხალხს ვემიჯნები, ვინც პატრიოტთა ალიანსს მიუღებელ ძალად მიიჩნევს. ისინი მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის აზრს გამოხატავენ და მათ საკმაოდ სერიოზული რაოდენობის ხმები მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური For.ge-ს კითხვაზე - პატრიოტთა ალიანსს თქვენი თანაგუნდელები პრორუსულ ძალად მიიჩნევენ. თქვენ რას ფიქრობთ?

კომენტარები