ბიზნეს გარემო საქართველოში

კაჭკაჭიშვილი: მთავრობა იბუტება და ჩვენს კრიტიკას არ ითვალისწინებს

ტენდენცია შეიძლება მხოლოდ ერთ მოვლენას დავარქვათ, სწორედ იმას, რომ ყურად არ იღებს დღეს ხელისუფლება, მთავრობა განსაკუთრებით, ჩვენს კრიტიკას. საერთაშორისო სავაჭრო პალატის გარდა სხვა ბიზნეს ასოციაციებიც სხვადასხვა შემთხვევაში გამოდიან თავიანთი პოზიციით და ხშირ შემთხვევაში ეს მათ გაბუტვას იწვევს არადა ჩვენი, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ასევე სხვა ასოციაციების მიზანი ერთადერთია, გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ ჩვენს წევრ კომპანიებს და ფირმებს, თუკი რამე შეგვიძლია, მათთვის გავაკეთოთ და მათ გვერდზე დავდგეთ, როდესაც მათ პრობლემები ექმნებათ. რაც შეეხება მთავრობის ლოგიკას, უმეტეს შემთხვევებში მათ ქმედებებში ნამდვილად ვერ ვხედავ, იმ ქმედებებში, რასაც საგადასახადო სამსახური, ფინანსური პოლიცია, საშემოსავლო სამსახური სჩადის ხოლმე, ვინაიდან სახელმწიფოს ინტერესში არ უნდა იყოს პირველ რიგში ის გახშირებული შემთხვევები იგივე ანგარიშის გაყინვისა და ფაქტიურად ამითი წარმოების პარალიზებისა. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ კომპანიამ მას გადასახადი გადაუხადოს, ეს არის, ასე ვთქვათ, მისი ხარკი. და შენ უშლი ფაქტობრივად კომპანიას, რომ მან ეს განახორციელოს. შენ მას უქმნი რთულ ფინანსურ მდგომარეობას, მცირდება მისი გამომუშავება და შესაბამისად, გადასახადიც ნაკლები იქნება. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში ძნელი გასაგებია, რა მიზანს ემსახურება. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად ამგვარი ქცევა არ არის დამახასიათებელი დღევანდელი ხელისუფლებისთვის მხოლოდ. იგივე იყო წინა ხელისუფლების დროს, შევარდნაძის დროს კიდევ უფრო, რა თქმა უნდა. იცვლება ხანდახან მოტივაციები და სწორედ დღევანდელ დღეს ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია რა მოტივაცია უნდა იყოს თუ არა მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ წარმატებულ კომპანიას როგორიც ალგორითმია, რომელსაც ალბათ ბევრად უფრო ნათელი და ბრწყინვალე დღეები ელოდა წინ, ვინაიდან ის იყო მთელს რეგიონში პირველი მწარმოებელი კომპიუტერული ტექნიკის, სწორედ ამ კომპანიის დახმარებით მოხდა პირველად იმ პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობდა ყველა I კლასელისთვის ლეპტოპის გადაცემას. წესით, ალბათ უმეტეს ქვეყანაში სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ასეთი საქმიანობის განვითარებას

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი ზურაბ კაჭკაჭიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები