პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე: ილია მეორეს სასულიერო პირად არ აღვიქვამ - ის უსაყვარლესი ადამიანია

ილია მეორე ჩემთვის ნომერ პირველი ქართველი და ადამიანია. უწმინდესი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოს ცხოვრებას.
უწმინდესი არ არის მხოლოდ სასულიერო პირი, მე მას ასე არ აღვიქვამ როგორც სასულიერო პირს. უწმინდესი არის უსაყვარლესი ადამიანი. მთელი თავისი ცხოვრება ქართველ ხალხს შეწირა. ის უნდა ერეოდეს იმაში, ვინც ეკითხება მას ჭკუას და ჭკუას ეკითხება ქვეყნის ოთხმოცდაათი პროცენტი.

ამბობს, პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი, P.S.-თან საუბარში.

კომენტარები