რუსთავი 2

კვაჭატირაძე R2-ს: თუ რამეა, ყველამ უნდა იცოდეს - ქვეყანას ვერ გადაგაყოლებთ

თქვენი [რუსთავი 2-ის] პასკვილები ყოველთვის ნამდვილად ჯდებოდა თქვენს პოლიტგემოვნებაში და იდეალებში, მაგრამ დღევანდელი კი [22 ნოემბრის გადაცემა განსხვავებული აქცენტები ბიძინა ივანიშვილის წარსულის შესახებ] პროფესიონალურადაც კი იყო გასაოცრად უბადრუკი და უღიმღამო. მოწინააღმდეგესაც სცემენ პატივს, ამის უთვალავი მაგალითი არსებობს, მაგრამ თქვენ რა დაგიფასოთ დღეს და რისთვის დაგაფასოთ ერთი მიზეზიც ვერ მიპოვია. გადაბორეტებული, ჩაბოღმილი, საკუთარ შხამში მოტივტივე ავაზაკთა პატარა წრის ნების აღმსრულებლები ხართ და ლამისაა გადააყოლეთ მთელი ქვეყანა თქვენს მრავალ ათობით-ათასიან ხელფასებს. რაც გინდათ, ის იქადაგეთ. რაც გინდათ, ის გიკეთებიათ. ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე მანამდე არ გახდებით, სანამ წითელ ხაზებს არ მიუახლოვდებით, თუმცა ასეთი საბედისწერო შეცდომისკენ სულ ცოტა ხნის წინ გიბიძგებდათ თქვენი ბოსი... აი, საფრთხეებს კი გავუმკლავდებით და თუ რამეა, ყველამ უნდა იცოდეს - ქვეყანას ვერ გადაგაყოლებთ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ზე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების შესახებ. 22 ნოემბრის გადაცემა ბიძინა ივანიშვილის წარსულს ეხებოდა.

კომენტარები