რუსთავი 2

კვაჭანტირაძე R2-ს: განათებულიყოს თქვენი გულები წმინდა გიორგის მადლით

გიორგობა თენდება. ეს დღესასწაული ყველა გულანთებულ ქართველ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარს. გაგიკვირდებათ და თქვენც [რუსთავი 2-ს] გილოცავთ. კვლავ მომხდარიყოს სასწაული და განათებულიყოს თქვენი გულები წმ.გიორგის მადლით, დაგევიწყებინოთ მტრობა, შური, ბოღმა, ავადმყოფური ჟინი ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მოგენანიებინოთ დანაშაულები ადამიანის ღირსების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩადენილები და პატიოსნად, წრფელი და სუფთა გულებით გემსახუროთ სიმართლისთვის, ადამიანისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ზე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების შესახებ. 22 ნოემბრის გადაცემა ბიძინა ივანიშვილის წარსულს ეხებოდა.

კომენტარები