პრემიები

ჯაჭვლიანი პრემიებზე: თუ ყველა იღებს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ?

მე, მაგალითად, მივესალმები, რომ ყველამ მიიღოს ისე, რაც ეკუთვნის. მაგრამ ჩვენ, პარლამენტის წევრებმა ხომ გავანახევრეთ მაშინ ის დანამატები? მაშინ მათაც გაანახევრონ, ვინც იღებს. თუ ყველა ღებულობს, ჩვენ არ უნდა მივიღოთ? თუ მარტო მაგალითი უნდა მივცეთ და ამ მაგალითით ისინი ღებულობდნენ და ჩვენ არა? ამიტომ, მე მიმაჩნია, ეს პირადად ჩემი, სოსო ჯაჭვლიანის აზრია, რომ ფული ძალიან კარგია, ადამიანს არასდროს არ გეყოფა, მაგრამ იმდენი უნდა მიიღო, რომ ხალხი არ გააღიზიანო. მაგალითად, ხელფასი, რასაც მე ვღებულობ, დაახლოებით 12 სულზე ნაწილდება. რომ გავყოთ, გამოდის, რომ პირადად მე საარსებო მინიმუმის ზღვარს დაბლა ჩავდივარ... მე დავუჭერ მხარს იმას, რომ ყველაფერი შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. ანუ, თუ ვინმე პარლამენტზე 2-ჯერ, 5-ჯერ ან 6-ჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, მე ეს ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. მაგრამ, თუ საშუალებაა, მაშინ ყველამ მიიღოს. ყველაფერი დათვლადია, ყველაფერი შეიძლება. ვინც ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა, იმან იმდენი უნდა მიიღოს, რომ გვერდზე არ გაიხედოს. ის რასაც ასრულებს, ბოლომდე კეთილსინდისიერად და კარგად უნდა შეასრულოს. ფული ძალიან კარგია, მაგრამ ის უნდა გეკუთვნოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აიპრესთან საუბარში.

კომენტარები