NATO-ს სპეციალური სხდომა

სტოლტენბერგი: თურქეთის გვერდზე ვართ, მის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემთ

ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია თურქეთის ელჩმა მიმდინარე პროცესებზე, მე ვესაუბრე ასევე თურქეთის პრეზიდენტს. თურქეთმა მოგვახსენა, რუსეთის ბომდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, მე მაქვს ჩემი მოასზრება იმ ყველაფერზე, იმ სამხედრო ოპერაციებზე, რასაც რუსეთი ახორციელებს NATO-ს საზღვრებთან ახლოს. იმედია, მომავალში მოხერხდება ამ ინციდენტების თავიდან აცილება, ჩვენ ვდგავართ თურქთის გვერდზე და პატივს ვცემთ ჩვენი, NATO-ს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძლებთ NATO-ს სამხრეთ საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს, მე ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის და მოვუწოდებ მხარეებს, სიტუაციის განმუხტვისკენ. ეს აუცილებელია. ჩვენ ველოდებით სიტუაციის განმუხტვას, და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩვენ მტკიცე ვართ ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენ მივესალმებით შემდგომ კონტაქტებს მოსკოვსა და ანკარას შორის ამ ინციდენტის გარშემო. შეიმუშავონ ერთობლივი მექანიზმები, რომელიც მსგავსი სიტუაიციების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს. ალიანსის შიგნით ჩვენ ვმსჯელობთ უკეთესი ვარიანტის შემუშავებისთვის, რომ შემცირდეს რისკი და შევეცადთ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი NATO-ს საგანგებო შეხვედრაზე

კომენტარები