მუსლიმური თემი

ნაკაიძე: წარმოიდგინეთ, წალკის იმამი გარბის, აქ მარტო სოციალური პრობლემა არაა

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვაყალიბოთ სწორი მიდგომები. ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ ის სიტუაცია, რომ მუსლიმმა თემმა, მუსლიმმა ადამიანმა არ იგრძნოს ქვეყანაში მეორეხარისხოვან მოქალაქედ თავი. სახელმწიფოს არც ერთ რგოლში არ არის არც ერთი კომპეტენტური პიროვნება მუსლიმი, რომელიც რჩევას მისცემს, რომ ასე არუნდა მოიქცეს ხელისუფალი, რომელიც ამას სჩადის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ და სხვა პრობლემებზე, წარმოიდგინეთ, რომ მუსლიმთა სამმართველოს იმამი გარბის, რომელსაც სახელმწიფო უხდიდა ხელფასს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. აქ არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა, აქ არის რელიგიური დოგმატური პრობლემები, რომელიც საკმაოდ სერიოზულია. მუსლიმ თემში დალექილია ის პრობლემა, მას წარმოუდგენია, რომ ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, წარმოუდგენია, რომ არავინ არ მიხედავს.  

საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე ტარიელ ნაკაიძე რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში საუბრობს მუსლიმური თემის პრობლემებზე და წალკის რაიონის იმამზე, მურმან პაიჭაძეზე, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი გახდა

კომენტარები