ტერორიზმის საფრთხე

მთივლიშვილი: სახელმწიფო გულგრილობით სიტუაციის რადიკალიზაციას ხელს უწყობს

ჩვენ ხელს ვერ ვუშლით საქართველოდან სირიაში გამგზავრების პროცესს ისევე, როგორც სირიაში ნამყოფი ადამიანები უპრობლემოდ ბრუნდებიან საქართველოში. რადგან მათ პასპორტებში არ ფიქსირდება, რომ ისინი იმყოფებოდნენ სირიაში და თურქეთიდან შემოდიან საქართველოში. ეს ადამიანები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ დღეს ქვეყნისთვის და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათ ინტეგრაციისთვის. ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით და უსაქმურობით ხელს უწყობს სიტუაციის რადიკალიზაციას. არანაირი ეფექტიანი პოლიტიკა ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში

კომენტარები