აქციზის გადასახადი

მაღრაძე: ის, რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს, ძალიანაც კარგი

მთელ მსოფლიოში ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ თამბაქოსთან ბრძოლის კამპანია დაიწყო უპირველეს ყოვლისა, აქციზის მატებით და ჩვენ მივყვებით იმ გზას, რაც გაიარა ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ, ევროპულმა სახელმწიფომ, იმისთვის, რომ ებრძოლა ეფექტურად თამბაქოს მოწევის წინაღმდეგ. ის, რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს, ძალიანაც კარგი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ინტენსიურად ეწევა პარლამენტში გვერდით ოთახში, მანაც უნდა დაანებოს თავი მოწევას იქ, სადაც არ არის მოწევის ადგილი. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან კარგ ინიციატივას ვუჭერთ მხარს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე თამბაქოს აქციზის გაძვირებაზე.

კომენტარები