მთავარი პროკურატურა

შოთაძე: თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ

თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ ამირიდებია და ამას არც ახლა არ ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარებისკენ. შესაბამისად, ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი, რაც მკაცრად არის განსაზღვრული კანონში. შესაბამისად, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები რაღაც სისხლის სამართლის საქმეებთან უსაფუძვლო იქნება და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

კომენტარები