მდგომარეობა საქართველოში

ევროპარლამენტარი: პოლიტიკური ოპონენტების დევნა წარსულის გახსენებაა

გავიხსენებ - საქართველოში ვიყავი, როდესაც გამსახურდიასა და შევარდნაძის რეჟიმები შეიცვალა. ამიტომაც, ძალიან ვაფასებ, რომ ხელისუფლების ბოლო ცვლილება დემოკრატიული არჩევნების საშუალებით მოხდა. ახლანდელი მცდელობები, მოხდეს იოსებ სტალინის რეინკარნაცია, ძეგლების, მონუმენტების დადგმა, აქციები წარსულის ტვირთია. ასევე შერჩევითი სამართალი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება არის წარსულის გახსენება. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ აქ, ევროპარლამენტში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტალინს შეადარა... წარსულის გახსენებაა მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის არაჯანსაღი, დაძაბული ურთიერთობა. ასევე მიუღებელი პროცესები დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი, ხომ ასეა? ქალბატონებო და ბატონებო, გასულ დეკემბერს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოვახდინეთ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიის პრინციპებზე მკაცრ დაკვირვებას. ვუსურვებ საქართველოს სიძლიერეს. გვჭირდება კონსოლიდირებული პოლიტიკური გარემო.

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი იარომირ შტეტინა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები