ევროინტეგრაცია

ბოკერია: ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი მთავრობა მთავარ ბარიერად იქცა

მთავარ ბარიერად ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გარე ფაქტორის - რუსეთის მთავარი ბარიერის გარდა, ჩამოყალიბდა ჩვენი მთავრობა და მისი პოლიტიკა. დისკურსია, გამომსვლელებს თუ მოვუსმენთ, ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენი მთავრობა კიდევ ერთხელ მაინც ჩაიდენს იმ მასშტაბის მავნებლობას, რაც რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო, ეს შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს ამ ეტაპზე. ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ აქ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. საერთო გზავნილი არის ერთი და იგივე. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, უნდათ საქართველოს წარმატება, მაგრამ ხედავენ ძალიან სერიოზულ პრობლემებს იმ ნაბიჯებში, რომელსაც დგამს ივანიშვილის რეჟიმი.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ევროპარლამენტის პლენარული სესიის შესახებ.

კომენტარები