ევროპის სახალხო პარტია

ვოლსკი: EPP ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ

რასაკვირველია, რუსთავი 2 არ არის ჩვეულებრივი თემა. თავისი მრავალი ფილიალით თუ დიდი კოლექტივით, კრიტიკული პოზიციით და ყოფილი პროკურორით სათავეში, რომელიც გუშინ სიტყვის თავისუფლებას თრგუნავდა, ადამიანის უფლებებს, და დღეს მის დამცველად გამოვიდა. არის მთავარი საკითხი შუა მხარე, ანუ ზემდგომი მხარე, ეს არის სამართალი. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რასაკვირველია, კეთდება ევროპის სახალხო პარტიიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვინაიდან მედიაპლურალიზმი არის მთავარი ლოზუნგი, რითაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის იარომირ შტეტინას განცხადებაზე, რომ "მიუღებელია პროცესები დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით".

კომენტარები