ყირიმის უკანონო ანექსიამ საქართველოში უზარმაზარი დაძაბულობა და შიში გააჩინა, რამაც საქართველო დასავლურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სტრუქტურებთან დააახლოვა. საქართველო NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში და სხვა მისიებში. მაგრამ ასევე არის საქართველოს პოლიტიკის ნაკლებად პოზიტიური შედეგებიც. კონკრეტულად აღვნიშნავ - გამოხატვის თავისუფლების საკითხი და რუსთავი 2-ის საქმე. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, იმედი მაქვს ამ კუთხით ცვლილებები იქნება. ასევე მინდა, ვისაუბრო ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე - ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებული არიან. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ცვლილებები იქნება. მტკიცედ ვუჭერ მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას.
tbl.ge/3wp
დაკოპირდა
ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის წარმომადგენელი ანა ფოტიგა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.