მდგომარეობა საქართველოში

ნარტი: საქართველოში ივანიშვილის ბიზნესინტერესები მნიშვნელოვანი საკითხია

პირველი - ფორბსის უმდიდრესი ადამიანების სიის მოწინავე პოზიციებზე მყოფი ადამიანის ბიზნესინტერესები საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. თუკი საქართველოს მთავრობის წევრებს შევხედავთ, დავინახავთ რომ მინისტრები, მთავრობის მეთაური და სხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ქართუ ბანკში მუშაობდნენ - სწორედ ამ ბანკს ფლობს ქვეყნის უმდიდრესი პიროვნება საქართველოს ექსპრემიერი. მეორე - არ არსებობს დემოკრატია გამოხატვის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე. მე მინდა, შევეხო რუსთავი 2-ის საქმეს, მე ჩვენ ქართველ პარტნიორებს ვეტყოდი, რომ რუსთავი ორის საქმე არის სამართლიანობის ლაკმუსის ქაღალდი, პოლიტიკოსებმა მართლმსაჯულების სისტემას უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ გააკეთოს თავისი საქმე. ვიცით, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, ძალიან კარგი, მაგრამ მაინც აკლია სასამართლოს სანდოობა და მედიას თავისუფლება. ეს საკითხები უნდა გაღრმავდეს.

ევროპარლამენტის ჯგუფ "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" წარმომადგენელი ხავიერ ნარტი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები