რელიგიური ჯგუფების დაფინანსება

ბოკერია: არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს

ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა იყო ლოზუნგით, რომ თქვენ ებრძვით ეკლესიას და ებრძვით ქართველობას. ეს იყო უსამართლო ბრალდებები, პირდაპირ რომ ვთქვათ. თუმცა ეს გულისხმობდა სწორედ იმას, რომ ჩვენ მართლაც ვებრძოდით ყველას, ვინც ცდილობს რელიგიის, მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის სახელით ძალადობის ჩადენას, უმცირესობების შევიწროებას ან ქვეყნის სეკულარული საფუძვლის მორღვევას. როცა საუბარია იმაზე, რომ დაფინანსების საკითხზე, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარეობს, იყო გარკვეული კომპრომისი... ეს ასე არის ნამდვილად. მე მივიჩნევ, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს, არც ერთს, საერთოდ, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს. ეს ჩემი პირადი პოზიცია არის, მაგრამ სიტუაციის წარმოჩენა ისე, რომ ვარდების რევოლუციის შიგნით გაძლიერდა ეს განწყობები, ან ეკლესიის შიგნით ან მის გარეთ, არის სიცურე. პირიქით, ეს პრობლემები წარმოიშვა იქამდე და ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება, ამ გამოვლინებებს ებრძოდა, ისე, როგორც ეს ევალება სამოქალაქო ხელისუფლებას. აი ბოლო სამი წელია კი, ჩვენ გვაქვს სრული შემოტრიალება ამ ვითარების, ის ხალხი, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ამ თემებს აბსოლუტურად უსინდისოდ იყენებდა ჩვენ წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ ლიბერალური პოლიტიკური ძალებიც კი - როცა საქმე მივიდოდა ხოლმე რელიგიური უმცირესობების კანონზე, ისინი იყვნენ ავანგარდშიც კი, ამ დროშის ფრიალით, მოუწოდებდნენ ხოლმე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ხელი არ მოეწერა კანონისთვის, მათ შორის ვგულისხმობ რესპუბლიკელებს და არა მხოლოდ მათ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია გადაცემაში - თეორემა

კომენტარები