ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ენმ-ში რეალურად აღარ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება

მთავარი განახლება, რაც 2012 წლის მარცხის შემდეგ ენმ-ში მოხდა, გამოიხატება არა პერსონებში, არამედ მთლიანად ამ პარტიის მართვის სტილის შეცვლაში, ეს პარტია იყო ძალიან ვერტიკალური პარტია, ჰყავდა ძალიან ქარიზმატული და ძალიან ძლიერი ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ვერტიკალურად ხდებოდა ამ პარტიის მართვა და არჩევნების შემდეგ, ყველაზე რადიკალური, რაც მოხდა, მათ შორის სააკაშვილის მხარდაჭერით და ინიციატივით, ამ ყველაფრის გარდაქმნა და გადასვლა კოლექტიურ მმართველობაზე. დღეს პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, ჰყავს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ჰყავს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, სერგო რატიანი, სამდივნო და ამას ვიძახი, არა რაღაც ეთერში სასაუბროდ, რეალურად აღარ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. ვერავის მიერ, ვერც მოხდება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადაწყვეტილება შესრულდა მათ შორის პოლიტიკური რეალობის გამოც. ეს არის ყველაზე დიდი გარდაქმნა. სხვა საკითხია, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა არასრულად არის მისული ამომრჩევლებამდე. რაც შეეხება პერსონებს, ჩემთვის ძნელია განსჯა იმისა, რომელი ჯგუფი საზოგადოებისა რამდენად მეტს ელოდა, არაპოპულარულ სახეებში შესაძლოა მეც ვიგულისხმები, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ბუნებრივია არის განგრძობადობა, მემკვიდრეობითობა. დავით ბაქრაძე არის ლიდერი უმცირესობის, ის არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მნიშვნელოვანი ლიდერი. სხვებს თუ გავიხსენებთ, სერგო რატიანი მაგალითად, რომელიც არის ახალი გენმდივნის მოვალეობის შემსრულებელი/ ის მკვეთრი შიდაპარტიული კონკურენციის პირობებში აირჩიეს (ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ყველა სხვა ძირითადი პარტიისგან განასხვავებს ენმ-ს), ძალიან მწვავე და პოლიტიკურად მტკივნეული კონკურენცია იყო ამ არჩევნებზე, რომელზეც რატიანმა გაიმარჯვა. ეს არის აბსოლუტურად ახალი ფიგურა, რომელიც აბსოლუტურად არ იყო ჩართული პოლიტიკაში 2012 წლის არჩევნებამდე. ნიკა მელია, რომელიც არის მთავარი ფიგურა თბილისში, ჩვენი მერობის კანდიდატი (დარწმუნებული ვარ, თბილისის მომავალი მერი) ისიც არის აბსოლუტურად ახალი სახე. გიორგი ვაშაძე, რომელიც კონკურენტი იყო სერგო რატიანის, მთავარი და რომელმაც სერიოზული მხარდაჭერა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა ამ შიდაპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი ფიგურაა (მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა, ბიუროკრატიულ, მნიშვნელოვან თანამდებობაზე). მე შემიძლია გავაგრძელო ეს სია, მაგრამ ეს ყველანი არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები. ამიტომ მე არ ვეთანხმები ამ კრიტიკას, თუმცა, ვეთანხმები იმას, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით მეტად იყოს საჭირო

ენმ-ს საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ტაბულას გადაცემაში თეორემა

კომენტარები