ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: ადამიანების გატაცება არ არის ისეთი ხანგრძლივი, როგორიც იყო ადრე

ვთვლი, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ასეთი მშვიდობიანი 3-წლიანი პერიოდი არ ყოფილა არასდროს. ის რომ საომარ მოქმედებებში არ გვყავს დაღუპულები, არ გვყავს დამატებითი დევნილები, არ გვაქვს დამატებით სოფლები და ქალაქები დაკარგული, რა თქმა უნდა, გარკვეული შედეგია. ეს არ არის წარმატება, ეს არის შედეგი. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები. გამოწვევები არის ის, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარები მეტ-ნაკლები რეგულარობით, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, აღმართავენ მავთულხლართებს და სხვა რაღაც ნიშნებს. ასევე, სერიოზული გამოწვევა გვაქვს ის, რომ დღემდე, სამწუხაროდ, ხდება ადამიანების გატაცება. ეს უკვე არ არის ისეთი ხანგრძლივი, როგორიც იყო ადრე და ისეთი სისასტიკით, რომ საჭირო იყო რაღაც ჩარევები და ორ-სამ დღეში ადამიანები თავისუფლდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ გარკვეულ წარმატებასთან გვაქვს საქმე. ეს ის გამოწვევებია, რომლებიც დაგვრჩა. ამაზე, რა თქმა უნდა, მუშაობა მიდის.

შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს კავკასიური სახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

კომენტარები