თურქეთი-რუსეთი

ბოკერია: პუტინს ISIS ძლიერი სჭირდება, რომ საკუთარი მნიშვნელობა გაზარდოს

ზოგი წუხს, რომ რუსეთიც და თურქეთიც ებრძვიან ტერორიზმს და რა ცუდია, თვითმფრინავი რომ ჩამოაგდესო. ეს შეცდომაა, რუსეთის ფედერაცია ISIS-ს არ ებრძვის, რუსეთის ფედერაცია სირიის რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რეჟიმის, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე დაუნდობლად დახოცა ქიმიური იარაღით და რომელმაც შექმნა ყველა წინაპირობა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო გაჩენილიყო. გააჩინა სუნიტების დაცვის ცრუ მოტივის საფუძველი ანუ ტერორიზმის ცრუ გამართლების საფუძველი. სირიის რეჟიმია ამის შემოქმედი. პუტინმა გააკეთა ყველაფერი, რომ ასადი გადარჩენილიყო. ამას გარდა, პუტინი და ასადის რეჟიმი თავს ესხმიან არა ISIS-ს, არამედ იმ ჯგუფებს, რომლებიც ISIS-ს უპირისპირდებიან. პუტინმა და ასადმა ასეთი კონსტრუქცია მოიფიქრეს - რომ კარგი ფონია, მათი წინააღმდეგი იყოს ISIS, რადგან მაშინ ხდება პუტინისა და ასადის პოლიტიკის გამართლება. ისინი ხელახლა იძენენ მნიშვნელობას. საუბარი დაიწყეს, რომ "მეორე მსოფლიო ომისნაირი კოალიცია შევკრათ". ხომ ხვდებით, რა პარალელია? ამიტომ პუტინს სჭირდება ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერი. სწორედ ამიტომ ესხმის თავს არა ISIS-ს, არამედ ISIS-ის მოწინააღმდეგეებს. ამიტომ რუსეთის კონსტრუქციაა, რომ უნდა შეინარჩუნონ ასადი, უნდა შეინარჩუნონ ISIS, როგორც ასადის მოწინააღმდეგე და ამით საკუთარი მნიშვნელობა გაიზარდონ. რუსეთი არის თავისუფალი სამყაროს მთავარი პრობლემა.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია შაბათის კურიერში.

კომენტარები