ვიზალიბერალიზაცია

ბერძენიშვილი: არ ვთვლი, რომ ენმ ვიზალიბერალიზაციას ხელს უშლის

მე ასე არ ვთვლი და ასე არ ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელს უშლიან სავიზო ლიბერალიზაციას. მე მინდა, რომ მათი მხრიდან მკაფიო პოზიცია იყოს. ნაციონალურ მოძრაობაში ნამდვილადაა ხალხი, რომელსაც არც ერთი წარმატება არ უხარია, მაგრამ ეს არ ეხება მთელს პარტიას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი არ ეთანხმება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო ასპარეზზე ვიზალიბერალიზაციას ხელს უშლის.

კომენტარები