თურქეთ-რუსეთი

ხიდაშელი: მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თურქეთი მეტად გართულებას არ დაუშვებს

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თურქეთის, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ იმას, რომ თურქეთის ხელისუფლება არ დაუშვებს რაიმე უფრო სერიოზულ გართულებას ამ მიმართულებით. არავის ინტერესში დღეს არ არის ახალი ომი. არავის ინტერესში არ არის დღეს გართულებული ურთიერთობები NATO-ს წევრ ქვეყანასთან, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს NATO-სთან კონფლიქტს. ძალიან ახლოს მივიდა ამ ზღვართან რუსეთი, ძალიან სერიოზული პრობლემა შექმნა, მაგრამ მეორე მხარეს, საბედნიეროდ, არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ დაუშვებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე, გადაცემა "ქრონიკაში"

კომენტარები