თავისუფალი დემოკრატები

წულუკიანი: ალასანიას სისულელეში არ დავუდექი და უხარისხო ქართველებს მიმაკუთვნა

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას, როგორც პარტიის წევრი, სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც უხარისხო ქართველებს ეძახის. ეს მისთვისაც ალბათ სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად. მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია რეალ ტვ-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი დამტკიცდება არჩევნების დღეს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავისუფალი დემოკრატების ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებაზე. ალასანიამ კვირის პალიტრასთან საუბარში თქვა, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა.

კომენტარები