ოკუპირებული ტერიტორიები

კობახიძე: ზაქარეიშვილის განცხადება ნამდვილად საფრთხის შემცველია

შემიძლია, გითხრათ, რომ მკვეთრად უარყოფითად ვარ განწყობილი ასეთი ტიპის განცხადებებისადმი. ეს საფრთხის შემცველია ნამდვილად, რადგან, გააჩნია, რას ვგულისხმობთ - ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, ქართული სახელმწიფო იქმნებოდა და ქართული სახელმწიფო არ შექმნილა არც 1918 წელს, არც 1921 წელს, არც 1991-ში, არც 2003-ში და არც 2012-ში.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა".

კომენტარები