ოკუპირებული ტერიტორიები

მიროტაძე: თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი არ იყო, რატომ ვიბრძოდით?

თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი არ იყო, მაშინ რატომ ვიბრძოდით აფხაზეთის ომში? მე ვიცი, რომ ჩვენ გვებრძოდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი იმისთვის, რომ დღეს საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც სამწუხარო რეალობა მივიღეთ. მაგრამ, რასაკვირველია, არც მე და ქვეყანაში არავინ არ შეეგუება იმას, რომ აფხაზეთი იყოს ვინმეს კონტროლირებადი ტერიტორია. ის არის საქართველოს ტერიტორია და ასე დარჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა".

კომენტარები