რევიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა

ეს ბიუჯეტი არის აბსოლუტურად პოპულისტური, უფრო უხეშადაც ვიტყვი - ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან, ცოტა უცნაურად ჟღერს პენსიის მომატება არჩევნების წინ, რამდენიმე თვით ადრე და არა ვთქვათ, პირველი იანვრიდან და ცოტა ნაკლები თანხით. ეფექტი ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, ოცი ლარი არჩევნების წინ უფრო დაამახსოვრდება ხალხს. იგივე ვრცელდება მასწავლებლების ხელფასის მომატებაზე პირველი აპრილიდან - კვლავ არ მესმის, რატომ პირველი აპრილიდან და არა პირველი იანვრიდან და ა.შ. მეორე პრობლემა არის წმინდა არითმეტიკული. მთავრობის საბაზისო სცენარს რომ შევხედოთ, 4.5% ინფლაცია, 3.5% ეკონომიკური ზრდა, ჯამში შეადგენს 7.5%-ს დაახლოებით, ოდნავ მეტს. გადასახადების გაზრდა არ ეთანხმება ამ ციფრს, გადასახადები იზრდება იმდენად, რამდენადაც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენს შემთხვევაში 8.5 მილიარდი ლარი, ნიშნავს გადასახადების ზრდას 15%-ით, რაც აბსურდია თუ უბრალოდ არითმეტიკულ შეცდომად არ ჩავთვლით. მთავრობამ უბრალოდ დაგეგმა ხარჯვითი ნაწილი იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა მიიღონ მოწყვლადი ფენების ხარჯზე და შემდეგ, არჩევნების მერე, გამარჯვების შემთხვევაში ამ ბიუჯეტის ათასჯერ კორექტირება მოხდება, რაც ათასჯერ გვინახავს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიუჯეტის ასეთ პროექტს ვერ დავეთანხმებით, ამ გათვლებს უბრალოდ ვერ გავიგებთ. 

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვასილ რევიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები