რევიშვილი ბიუჯეტზე: ასეთი ტემპებით ქვეყანა დიდ ხანს ვერ გაქაჩავს

ჩვენი ბიუჯეტი არ არის გათვლილი ზრდაზე. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის პირობებში, იქნება სოციალური ხარჯების უბრალოდ ზრდა, იმიტომ, რომ ელემენტარულად, მოსახლეობა იზრდება და სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღარიბი ფენები შემცირდეს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად უნდა ვზარდოთ სოციალური ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში თანხა არასწორად იქნება მიმართული და საინტერესო საინვესტიციო პროექტების განხორციელების ნაკლები შანსი გვექნება. უკვე ვხედავთ ამას ინფრასტრუქტურის ხარჯების მაგალითზე, ინფრასტრუქტურის ხარჯები შემცირდა, თითქმის განახევრდა. რა მდგომარეობა გვქონდა აქამდე, ვიცით, წარმოიდგინეთ, გაისად სავარაუდოდ უარესი მდგომარეობა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორთა დაინტერესება არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი საწარმოები ეფეტქურად ვერ იმუშავებენ, შესაბამისად, ასეთი ტემპებით ქვეყანა დიდ ხანს ვერ გაქაჩავს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვასილ რევიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

კომენტარები